გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე ვლადიკავკაზის "ალანიაში" ითამაშებენ

AutoSharing Option
ხაბაროვსკის "სკა-ენერგიადან" წამოსული გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე ვლადიკავკაზის "ალანიაში" ითამაშებენ. ამის შესახებ ცნობას ოსური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ნახევარმცველ გოჩა ხოჯავასთან ვლადიკავკაზურმა კლუბმა კონტრაქტი უკვე გააფორმა. რაც შეეხება ფორვარდ ოთარ მარცვალაძეს, ყველაფერი ოფიციალურად ორ დღეში გაფორმდება.

ვლადიკავკაზური კლუბი, რომელშიც ბოლოს იჯარით გიორგი ჭანტურია და მამუკა კობახიძე იმყოფებოდნენ, რუსეთის პრემიერლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული