tutto mercato: ქართველი მესი იტალიაში მოდის

AutoSharing Option
იტალიური "ტუტომერკატო" იუწყება, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ 20 წლის გიორგი ჭანტურია კარიერას იტალიაში გააგრძელებსო:

"ქართველთა ლეო მესი, გიორგი ჭანტურია მზადაა, იტალიაში გადმოვიდეს.

ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც "ვიტესის" საკუთრებაა, სავარაუდოდ, "სასუოლოში" გადავა, თუმცა არც "ჯენოას" და "უდინეზეს" განელებიათ მისდამი ინტერესი.

სამი მილიონი ევრო და რომელიმე მათგანთან ხელშეკრულებაც დაიდება".

14 ივლისს "ვიტესმა" ამხანაგური მატჩი გამართა ბელგიურ "სტანდარდთან". ითამაშეს გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა, აი, ჭანტურია კი არ გამოჩენილა.

რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ კლუბებს, "უდინეზემ" სერია A მეხუთე ადგილზე დაასრულა, "ჯენოამ" - მე-17-ეზე.
"სასუოლო" იტალიური ფეხბურთის ელიტაში წელს გადავიდა - 2012/13 წლების სერია B-ში პირველი ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურია არნემის "ვიტესს" დუბლით და საგოლე პასით დაუბრუნდა [VIDEO]
გიორგი ჭანტურია: "ჯენოაში" ჩემი გადასვლა 90 პროცენტით გადაწყვეტილია
მკითხველის კომენტარები / 10 /
რატომ გგონიათ რომ ვერ შეძლებს კარიერის გაკეთებას?? ძალიან ტექნიკური და სასარგებლო მოთამაშეა..მაგაზე მაგარი შემტევი დღეს საქართველოს არ ყავს. აი ნახავთ, ცოტახანში თუ საკვანძო ფეხბურთელი არ Gახდეს ნაკერებში...წარმატებები გიოს
Dato
16:33 15-07-2013
0
გიორგი, წარმატებებს გისურვებ, საფეხბურთო ქვეყანაში თამაში დიდი პასუხიმგებლობაა, რაც ნამდვილად დიდ სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს.
gizog
17:33 15-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული