ლევან ყენიამ ობერლიგელს გაუტანა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ვარშავის "ლეგია" უელსურ "ნიუ საინთსს" ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.

ლადო დვალიშვილმა პოლონელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა და მატჩის 71-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გასვლის ყოველგვარი შანსი დაკარგა რიგის "დაუგავამ", რომელიც გასვლით შეხვედრაში შვედურ "ელფსბორგთან" 1:7 განადგურდა.

"დაუგავას" რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ჩიხრაძემ, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში გამწესებული მისი თანაგუნდელი მამუკა ღონღაძე 56-ე წუთზე შეცვალეს.

გერმანულმა "ფორტუნამ" საკონტროლო მატჩში ამ ქვეყნის ობერლიგის ბინადარი "ბიუდერიხი" 7:0 გაანადგურა. ლევან ყენიამ პირველ ტაიმში ანგარიში 3:0 გახადა.

"ფორტუნას"
ქართველი ახალწვეული 61-ე წუთზე შეცვალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული