ქართული ლეგიონი: ლევან ყენიას "ფორტუნაში" თამაშის საშუალება არ მიეცა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში მოსკოვის ცსკა-მ სამარის "კრილია სოვეტოვს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობაში ალექსანდრე ამისულაშვილმა და გია გრიგალავამ სრულად ითამაშეს.

* * *
უკრაინული პრემიერლიგის მეორე ტური ლუგანსკის "ზარიასა" და ზაპოროჟიეს "მეტალურგის" მატჩით დასრულდა. შეხვედრა უგოლო გამოდგა.

ჯაბა ლიპარტია "ზარიას" თადარიგში იყო.

* * *
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში დიუსელდორფის "ფორტუნამ" კოტბუსის "ენერგის" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ლევან ყენიას
თამაშის საშუალება არ მიეცა. იგი "ფორტუნას" სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეჰ, წამო, წამო ყენო სიონში, ბიძაშენთან. ეხლა დროა ბოლნისელი მესი რო გახდე.
ramo
12:43 23-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული