სანდრო კობახიძემ "დნიპროსთან" ახალი 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" 25 წლის ქართველმა ლეგიონერმა სანდრო კობახიძემ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ კობახიძე გუნდს შეიცვლიდა, თუმცა ამის მაგივრად ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან ახალი 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კობახიძის მიმდინარე ხელშეკრულების ვადა "დნიპროსთან" დეკემბერში იწურებოდა, რომელიც მხარეებმა 2008 წელს დადეს.

დარჩება თუ არა სანდრო "დნიპროში" თუ იჯარით კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს ჯერჯერობით უცნობია.

მომზადებულია fcdnipro.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული