გია გრიგალავა კარიერას მახაჭყალის "ანჟიში" გააგრძელებს

AutoSharing Option
გია გრიგალავა მახაჭყალის "ანჟიში" გადავიდა. ეს ამბავი, ვარაუდის დონეზე, რუსულ მედიაში 22 აგვისტოს დაიწერა.

დაღესტნური კლუბი სამარის "კრილია სოვეტოვის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა რომ ჩაიბარა,"ანჟის" გულშემატკივრებმა მაშინ სამწუხარო ამბავი შეიტყვეს - კლუბის მეპატრონე სულეიმან კარიმოვი ლეგიონერებსა და უცხოელ მწვრთნელებზე მილიონების გადახდას აღარ აპირებდა: კლუბს ტოვებენ რუსეთის ნაკრების წევრები - იური ჟირკოვი, იგორ დენისოვი, ალექსანდრ კოკორინი და, რაც მთავრია, წამყვანი ლეგიონერები - კამერუნელი ვარსკვლავის, სამუელ ეტო'ოს ჩათვლით.

"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, გაჯიევს 7 ახალი მოთამაშის დამატება სურს, რომელთაგან 4 - მისი ყოფილი
კლუბის, "კრილიას" მოთამაშეა, ხოლო მათ შორის ერთ-ერთ სავარაუდო ახალწვეულად გრიგალავა დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ გრიგალავა, გაჯიევის ხელმძღვანელობით, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაშიც" თამაშობდა.

"ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ ამ ტრანსფერზე მოლაპარაკება ორი კვირის წინათ დაიწყო, მაგრამ ის კი უცნობია, რა თანხა დაუჯდა "ანჟის" ქართველი მცველის 3-წლიანი ხელშეკრულების გამოსყიდვა.

საინტერესოა, რომ გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტმა" გრიგალავას პირობითი სატრანსფერო ფასი მილიონ ევრომდე გაზარდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული