გიორგი ჭანტურია 7 მატჩს გამოტოვებს

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია 7 მატჩს გამოტოვებს.

ფიფამ ჭანტურიას რუსეთში მიღებული 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიკავკაზის "ალანაიაში" იჯარით ყოფნის დროს ჭანტურიამ მოსკოვის "დონამოსთან" შეხვედრაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან ჩხუბის გამო მოედანზე წითელი ბარათი მიიღო და გარდა ამისა 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

გიორგიმ ერთი შეხვედრა რუსეთში გამოტოვა, ხოლო ჰოლანდიის ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ "ვიტესის" შემადგნელობაში ოფიციალურ მატჩებში თამაშობდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ფიფას გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ ჰქონდა.

ცნობას goal.com-ის ჰოლანდიური გამოცემა ავრცელებს.

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭანტურია: მერაბ
ჟორდანიამ საჭირო ხალხთან გადარეკა და...

გიორგი ჭანტურიას რუსეთში მიღებული დისკვალიფიკაცია ჰოლანდიაში არ გადაყვა

გიორგი ჭანტურიამ და რუსმა ფეხბურთელმა მოედანზე იჩხუბეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული