გადაწყდა: ბაჩანა არაბული ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ითამაშებს

AutoSharing Option
ბაჩანა არაბული ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ითამაშებს.

2 სექტემბერს "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გვითხრა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი მადრიდის "ალკორკონში" ნახევარწლიანი იჯარით გადადის.

ეს ის "ალკორკონია", ორი წლის წინ "რეალი" რომ გააგდო სამეფო თასიდან, დღეს კი სეგუნდა დივიზიონს 3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით (9) ლიდერობს.

"არაბულის ტრანსფერს მისი არაევროკავშირელობა აბრკოლებდა, მაგრამ ეს პრობლემა მოგვარდა - ბაჩანა "ალკორკონში" 6-თვიანი იჯარით ითამაშებს.

მიმაჩნია, რომ მისთვის ეს სასურველი ტრანსფერია.

იმედია, იჯარის დასრულების შემდეგ არაბულით პრიმერა დივიზიონის კლუბებიც დაინტერესდებიან",
- გვითხრა "საბურთალოს" პრეზიდენტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
"სასადილოში კარლოს ტევესის გვერდით რომ მოვხვდი, გავიფიქრე, ეს სად ვარ-მეთქი"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი გუნდია ალკორკონი, სულ ესპანელები არიან, 2 ფრანგი ჰკავტ, მხოლოდ. ერთი ესაა სტადიონი აქვთ ძაან პატარა, ალბათ 500 კაცი თუ დაეტევა.
levan
16:25 04-09-2013
0
ძლივს ნორმალურ ლიგაში გადადავიდა ვიღაც და მოერეხარისხოვან რუსულ კლუბში გადასვლიტ არ ამაყობენ
beqa
19:24 03-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული