2 სექტემბერს "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გვითხრა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი მადრიდის "ალკორკონში" ნახევარწლიანი იჯარით გადადის.
ეს ის "ალკორკონია", ორი წლის წინ "რეალი" რომ გააგდო სამეფო თასიდან, დღეს კი სეგუნდა დივიზიონს 3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით (9) ლიდერობს.
"არაბულის ტრანსფერს მისი არაევროკავშირელობა აბრკოლებდა, მაგრამ ეს პრობლემა მოგვარდა - ბაჩანა "ალკორკონში" 6-თვიანი იჯარით ითამაშებს.
მიმაჩნია, რომ მისთვის ეს სასურველი ტრანსფერია.
იმედია, იჯარის დასრულების შემდეგ არაბულით პრიმერა დივიზიონის კლუბებიც დაინტერესდებიან", - გვითხრა "საბურთალოს" პრეზიდენტმა.
ასევე იხილეთ:
"სასადილოში კარლოს ტევესის გვერდით რომ მოვხვდი, გავიფიქრე, ეს სად ვარ-მეთქი"