ბაჩანა არაბულმა "ალკორკონში" დებიუტი გოლით აღნიშნა

AutoSharing Option
ესპანურ სეგუნდა დივიზიონის "ალკორკონში" იჯარით გადასულმა ბაჩანა არაბულმა პირველად ითამაშა გუნდში.

ახლა საკლუბო დონეზე შესვენებაა, ამიტომაც "ალკორკონმა" და პრიმერას "ხეტაფემ" "ტროფეო პუჩეროსთვის" იბრძოლეს.

მოულოდნელად "ალკორკონმა" 6:1 გაანადგურა მეტოქე. 27-ე წუთზე 19 წლის ქართველმა "ალკორკონის" ყვითელი მაისურით პირველი გოლი გაიტანა, მანამდე კი მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ექსლივერპულელმა დანი პაჩეკომ გოლად აქცია.

არაბულმა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა. "ალკორკონის" საიტის მტკიცებით, ქართველი ძალიან აქტიური იყო და მას კიდვე ერთხელ შეეძლო გოლის გატანა.

სხვათა შორის, ბაჩანა არაბული რატომღაც "ბუჩანანად" მონათლეს ესპანელებმა.

ასევე იხილეთ:
გადაწყდა:
ბაჩანა არაბული ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები
fani
14:57 05-09-2013
0
ვიდეოს არ დადებთ ?
Giorgi
19:32 04-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული