19 სექტემბერს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ტურის მატჩები გაიმართება.
აქ ჩვენთვის საინტერესო დნეპროპეტროვსკის "დნიპროა", რომლის შემადგენლობაშიც ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და სანდრო კობახიძე არიან, განსხვავებით უჩა ლობჟანიძისგან, რომელიც განაცხადში აღარ შეიყვანეს.
უკრაინელები 19 სექტემბერს რუმინულ "პანდურიის" შეხვდებიან.
დნეპროპეტროვსკელთა მთავარმა მწვრთნელმა ხუანდე რამოსმა რუმინეთში 21 ფეხბურთელი წაიყვანა, რომელთა შორისაც მხოლოდ ერთი ჩვენებური - კანკავა მოხვდა.
მიზეზი "დნიპროს" ოფიციალურმა ვებგვერდმა განმარტა - კობახიძე დნეპროპეტროვსკში დარჩა, რადგან საქართველოს ნაკრებში საფრანგეთსა და ფინეთთან მატჩების შემდეგ უკრაინაში ტრავმირებული დაბრუნდაო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
15:21 19-09-2013
რატომ არ წაიყვანა ხუანდე რამოსმა რუმინეთში სანდრო კობახიძე
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული