ალექსანდრე ამისულაშვილი: გოლი იყოს და ვინ გაიტანს, რა მნიშვნელობა აქვს?! [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა 21 სექტემბერს, რუსეთის პრემიერლიგის მატჩში "კრილია სოვეტოვსა" და "ურალს" შორის თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.

ალეკომ გოლი მე-18 წუთზე შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სამარელთა გუნდის მაისურით ეს ამისულაშვილის პირველი გოლია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ "კრილიას" ქართველმა კაპიტანმა კლუბის პრესსამსახურის კითხვებს უპასუხა.

- ბოლო დროს ისე ხდება, რომ "კრილიაში" მეტ გოლს მცველები იტანთ. რატომ ხდება ასე და რამდენად შეიძლება ეს პრობლემად მივიჩნიოთ?
- ვფიქრობ, ეს პრობლემა არაა. პირიქით, ძალიან კარგია,
როცა მცველები იტანენ. მთავარია, რომ ვიტანთ და ვინაა გოლის ავტორი, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ცუდი ისაა, რომ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ.

- თუ გჩვევია გოლის გატანა და თუ იყო ეს მატჩი შენთვის განსაკუთრებული?
- უბრალოდ სასიამოვნოა, რომ გავიტანე, თორემ სხვა არაფერი...  შინ ვთამაშობდით და იმედი გვქონდა, რომ სამ ქულას ავიღებდით. "ურალი" კარგი გუნდია და მოგება მეტოქესაც სურდა. თამაში რთული გამოვიდა, თან, მოედნის მდგომარეობაც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე...

- "ურალს" სწრაფი თავდამსხმელები ჰყავს. ელოდით, რომ მეტოქე ორი თავდამსხმელით შეგიტევდათ და თუ დაგეგმეთ რამე მათი სწრაფი იერიშების გასანეიტრალებლად?
- მატჩისთვის ჩვეულებრივად ვემზადებოდით, განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ვიცოდით, რომ "ურალი" კარგი გუნდი იყო, რომელსაც კონტშეტევებზე თამაში ეხერხება.

კაცმა რომ თქვას, სტუმრებს საგოლე მომენტები მრავლად არც ჰქონიათ, თითო-ოროლა... ასე რომ, მგონი გავუმკლავდით.

- "მძიმე" მოედანმა ალბათ ბევრი ენერგია წაგართვათ. შეძლებთ "ზენიტთან" უკვე ოთხშაბათს გასამართი მატჩში მოედანზე სრული საბრძოლო განწყობით გასვლას?
- ვნახოთ, ამას თამაში გვიჩვენებს...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული