
"პინიაევი ორივე ფეხით სწრაფად და ძალიან მკვეთრად თამაშობს! თუ მცველი მასთან 1-1-ზე რჩება, შანსი არ აქვს! შეხედეთ ხვიჩას - რამდენს იტანს და შედეგიან გადაცემას აკეთებს ის. ვფიქრობ, სერიოგას უფრო მეტი შეუძლია", - ამბობს კოვალენკო.
პინიაევის მოქმედი კონტრაქტი სამარის კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. პორტალი Transfermarkt-ი რუსეთის ნაკრების ფეხბურთელს 3,5 მილიონ ევროდ აფასებს.