"სპორტსკე ნოვოსტი": გიორგი ილურიძე ზუსტად ისაა, რაც "ჰაიდუკს" აკლდა

AutoSharing Option
21 სექტემბერს, ქართული ლეგიონის არსებობის ისტორიაში პირველი გოლი გავიდა ხორვატიაში - "ჰაიდუკისა" და "ზადარის" მატჩის მე-9 წუთზე თავი გიორგი ილურიძემ გამოიჩინა.

რაც მთავარია, 21 წლის ფორვარდის შედეგიანი გასროლა მატჩში გამარჯვებისა გამოდგა - 1:0.

აი, რას წერს ხორვატიული გაზეთი "სპორტსკე ნოვოსტი" ჩვენებურზე:

"ჰაიდუკის" ფანობა გიორგი ილურიძეს აპლოდისმენტებით შეხვდა და ასევე გააცილა, როცა ქართველი იგორ ტუდორმა გაიყვანა.

ილურიძემ თავისი დრო შესანიშნავად გამოიყენა, გოლის მომენტში არ უყოყმანია და ისედაც მრავალი მომენტი შექმნა.

ეს უკვე ფაქტია - "თეთრები" ილურიძესთან ერთად გაცილებით მწვავევდ იჩხვლიტებიან შეტევის
დასკვნით ფაზაში. ილურიძე სწორედ ის არის, რაც "ჰაიდუკს" აკლდა.
"

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
გიორგი ილურიძის გოლმა "ჰაიდუკს" გამარჯვება და ლიდერობა მოუტანა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები გიო მალე კარგ გუდში გადასვლას გისურვებ ეგრე გაგრძელე
gela
21:35 22-09-2013
0
მაინცდამაინც არ მესმის, რატომ უწოდებთ ილურიძის უფრო სუსტ გუნდში გადასვლას წარმატებას.... ერთადერთი პლიუსი ისაა, რომ ხორვატიაში მეტი სკაუტია და უფრო კეტი შანსია, დაგინახონ. იმედი მაქვს, ამ სპლიტში ძალიან ცოტა ხანს გაჩერდება და წამყვან ჩემპიონატებში ვიხილავთ....
lasha
23:27 22-09-2013
0

სიახლეები პოპულარული