კლუბის ვებგვერდმა ქართველ ლეგიონერს ინტერვიუ ჩამოართვა. პატარა ფრაგმენტი ამ ინტერვიუდან:
"თანაგუნდელებს კარგი თამაშისთვის, ხოლო გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის ვუხდი მადლობას. ჩვენი ახალი მთავარი მწვრთნელი გენადი ორბუ მენდო და ძირითადში დამაყენა.
იმედია, ჩვენ ერთად წარმატებებს მივაღწევთ, რასაც კლუბის ხელმძღვანელობა და გულშემატკივარი ელის კიდეც.
ორბუსთან მუშაობა მომწონს, რადგან ბევრს ნიშნავს, მწვრთნელი მოედნის მიღმა კარგი ადამიანი რომ არის. მასში კი ამ თვისებებს ვხედავ.
რვა ტურის
აღსანიშნავია, რომ მე-10 ტურის სტატისტიკური მაჩვენებლებით, 26 წლის ქართველი მცველი პრემიერლიგაში საუკეთესოთა შორის იყო: მან დონეცკის "მეტალურგთან" მოგებულ შეხვედრაში ბურთი 10-ჯერ ჩაჭრა. უკეთესი შედეგი არავის ჰქონია, მსგავსი კი - 5 მოთამაშეს.
ამავე ტურში საუკეთესო დრიბლიორებში მარიუპოლის "ილიჩევეცის" ქართველი ლეგიონერი თორნიკე ოქრიაშვილი მოხვდა - პოლტავის "ვორსკლასთან" შეხვედრაში (0:0) საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მეტოქეებს 5-ჯერ წარმატებით დაუსხლტა.
თუმცა უკეთესი შედეგი (6 დრიბლინგი) დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" პორტუგალიელ თავდამსხმელ ბრუნო გამას ჰქონდა.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გასაოცარია ჯაბა კანკავას მაჩვენებელი: წინა ტურში, მისმა "დნიპრომ" სიმფეროპოლის "ტავრიასთან" მოგიო, "ჯვაროსნების" კაპიტანმა კი 93 გადაცემა გააკეთა, რომელთაგან 88 ზუსტი გამოდგა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"