ქართველების პრობლემა ევროპაშიც, რუსეთშიც: ბაჩანა არაბულიც ისევ ელოდება

AutoSharing Option
ქართველებს ყველგან ერთნაირი პრობლემები აქვთ - ევროპაშიც, რუსეთშიც... ლაშა გვალიას ამბავზე ვწერდით - აგვისტოში ეკატერნბურგის "ურალთან" გაფორმებული კონტრაქტის მიუხედავად, დღემდე თბილისშია და რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო შეხვედრას ვერა და ვერ ეღირსა (იხილეთ სტატია).

ზუსტად ასეთი მდგომარეობაა ბაჩანა არაბულის თავს, ოღონდ, უკვე ევროკავშირის წევრ ესპანეთში. მან სეგუნდა დივიზიონის კლუბ "ალკორკონთან" კონტრაქტი 31 აგვისტოს გააფორმა, მაგრამ განაცხადში კვლავაც ვერ შეჰყავთ.

არადა, საიჯარო ხელშეკრულების ვადის 20 პროცენტი უკვე გასულია - მისი ტრანსფერის მფლობელი "საბურთალო" ესპანელებს 19 წლის ქართველი თავდამსხმელის იჯარაზე 2014 წლის იანვრამდე შეუთანხმდა.

არაბული მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს თამაშობს. თუ გახსოვთ, "ხეტაფესთან" 6:1-ზე მოგებულ შეხვედრაში გოლიც გაიტანა, საგოლე პასიც გააკეთა და პენალტის უფლებაც მოიპოვა. მაგრამ... სამუშაო ვიზას დღემდე ელის.

"ბაჩანა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ელოდება, როდის მიეცემა თამაშის უფლება. იმედია, ეს საკითხი უახლოეს დღეებში მოგვარდება", - გვითხრა "საბურთალოს" გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბაჩანა არაბულმა "ალკორკონში" დებიუტი გოლით აღნიშნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული