ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგაში 338-ე მატჩი ითამაშა

AutoSharing Option
19 ოქტომბერს ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგის ამ გათამაშებაში პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში, მისმა "ჰერტამ" კი 1:0 მოუგო მიონხენგლადბახის "ბორუსიას".

ეს კობიაშვილის 338-ე მატჩი იყო ბუნდესლიგაში!

მწვრთნელმა ლევანი სასტარტოში შულცის ნაცვლად ათამაშა, თანაც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე.

ჩვენებურმა ყვითელი ბარათი მიიღო და ის მე-60 წუთზე შეცვალეს ("ჰერტა" უკვე იგებდა). "შპორტალმა" მას 3,5 ბალი დაუწერა, რაც საშუალო შეფასებაა. 60 წუთში ჩვენებურმა 7,56 კილომეტრი გაირბინა, გააკეთა 17 ზუსტი და 5 არაზუსტი პასი, 6 ორთაბრძოლა მოიგო და ერთხელ ჩააწოდა საჯარიმოში.

დღეისათვის "ჰერტა" 15 ქულით მე-4 ადგილზეა,
ეს ადგილი კი ჩემპიონთა ლიგაზე ძალების მოსინჯვის შანსს იძლევა.

ასევე იხილეთ:
"ბილდი": ლევან კობიაშვილი, "ჰერტას" და ბუნდესლიგის "ბებერი ლომი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Mit 36 lässt Kobiashvili alle alt aussehen:

Herthas Oldie überzeugte in seiner letzten Profi-Saison gegen Gladbach mit einer ganz starken Passquote.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული