ხუანდე რამოსი: კანკავა იმიტომ შევცვალე, რომ გუნდი "ახალ სისხლს" საჭიროებდა

AutoSharing Option
24 ოქტომბერს "დნიპრომ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად "პაკუშ ფერეირასთან" - 2:0 და ევროპალიგის თავის ჯგუფში 6 ქულით მე-2 ადგილზეა.

სამწუხაროდ, ხუანდე რამოსმა პორტუგალიაში ორი ქართველიდან მხოლოდ ჯაბა კანკავა იახლა, სანდრო კობახიძე კი უკრაინაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა სექტემბერში უარი თქვა კიდევ ერთ ქართველზე, უჩა ლობჟანიძეზე და ის გუნდიდან გაუშვა. ამბობენ, კობახიძეც მიდისო - იჯარით ლვოვის "კარპატიში".

ამას ისიც დაემატა, რომ პორტუგალიაში რამოსმა ჯაბა კანკავა უჩვეულოდ ადრე, 52-ე წუთზე, 0:0-ზე შეცვალა.

საბედნიეროდ, ქართველ ნახევარმცველს ტრავმა არ მიუღია:

"ჯაბას ტრავმა არ
მიუღია. ის იმიტომ შევცვალე, რომ გუნდი იმ მომენტისთვის "ახალ სისხლს" საჭიროებდა"
, - განაცხადა "დნიპროს" ესპანელმა მწვრთნელმა.

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური: მხოლოდ ორი ქართველი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული