როგორ შეაშინეს მოსკოვის "სპარტაკი" ჯანო ანანიძემ და ძიუბამ

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში "როსტოვი" მოსკოვში "სპარტაკთან" დამარცხდა (0:2). სტუმართა რიგებში არ ყოფილან "სპარტაკიდან" განათხოვრებული ჯანო ანანიძე და არტიომ ძიუბა.

მატჩის შემდეგ მარცხის ერთ-ერთ მიზეზად მიოდრაგ ბოჟოვიჩმა სწორედ ამ დუეტის არყოფნა დაასახელა და ამაში გასაკვირი არაფერია: ძიუბა 10 გოლით რუსეთის ჩემპიონატის ბომბარდირია, ჯანო კი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ პირველობაზე საგოლე პასებში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, "ევრო ფუტბოლმა" მკითხველთა გამოკითხვა მოაწყო:

"ვინ იყო დამნაშავე იმაში, რომ ძიუბამ და ანანიძემ ვერ ითამაშეს ამ შეხვედრაში"
.

ხმები ასე გაიყო: გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ ვალერი კარპინს შეეშინდა
თავისი ამბიციური ფეხბურთელების, რომლებიც ახლა კონკურენტ გუნდში თამაშობენ.

ამდენივე მიიჩნევს, რომ "სპარტაკი" მაინც უფრო ძლიერია და იმარჯვებდა.

27%-ის აზრით, ამაში დამნაშავე რეგლამენტია, რომელიც საიჯარო კონტრაქტების დროს ასეთ აკრძალვებს უშვებს.

ყველაზე ცოტა, 9% ამაში "როსტოვის" ხელმძღვანელობას ადანაშაულებს, რომელთაც არ მოითხოვეს დაჟინებით ძიუბას და ანანიძის თამაში.

სხვათა შორის, რუსულ პრესაში სწორედ ამ თამაშამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სპარტაკი" სეზონის ბოლომდე ტოვებს ორივეს "როსტოვში" და ბევრის აზრით, სწორედ ამიტომაც აღარ გაამწვავა "როსტოვმა" სიტუაცია.

ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკთან" არ ითამაშებს
მკითხველის კომენტარები / 2 /
სპარტაკი კი არა მთელი რუსეთი კანკალებდა შიშისგან
vaso
11:41 30-10-2013
0
:D
qartveli
21:29 29-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული