28 ნოემბერს უკრაინულ გუნდს ევროპის ლიგის მატჩი აქვს რუმინულ "პანდურიის" წინაღმდეგ და ქართველ ფეხბურთელსაც იმედი აქვს, გუნდის თავკაცი ხუანდე რამოსი ამჯერად მაინც მისცემს თავის გამოჩენის შანსს.
მომავალი მატჩის მოლოდინზე ქართველი ფეხბურთელი უკრაინულ გაზეთ "კომანდას" ესაუბრა.
- მართალია, ეს თამაში არაფერს წყვეტს, მაგრამ მწვრთნელს გუნდისთვის რაიმე შეღავათი არ მიუცია. "პანდურიის" აუცილებლად უნდა მოვუგოთ, რადგან შინ ვთამაშობთ და გუნდს მხარს გულშემატკივარი დაუჭერს. ქომაგი კარგი შედეგით უნდა გავახაროთ.
- ხუანდე რამოსი უკვე ჩამოყალიბდა, ვის ათამაშებს რუმინელთა
- არა, მწვრთნელი შემადგენლობას აუცილებლად მატჩის წინ აცხადებს. ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ შეიძლება ვინმემ ტრავმა მიიღოს ან ავად გახდეს.
- მეტოქე დამატებით შეისწავლეთ?
- ვარჯიშებზე განსაკუთრებული ყურადღება "პანდურიისთან" მატჩისთვის ტაქტიკას დავუთმეთ. ჯერ კიდევ პირველი მატჩიდან გვახსოვს, როგორ თამაშობენ რუმინელები. ისინი ტექნიკურები არიან და ცუდად არც კოლექტიურად ირჯებიან, თუმცა "დნიპრო" მაინც ძლიერია და ამიტომაც უნდა მოვიგოთ.
- პირადად თქვენ მზად ხართ ხუთშაბათს მოედანზე გასასვლელად?
- თავს ნორმალურად ვგრძნობ. თამაში მომენატრა და თუკი მწვრთნელი "ძირითადში" დამაყენებს, მზად ვარ, მოედანზე გავიდე.
დავძენ იმას, რომ ევროთასების მატჩისთვის სამზადისში მყოფი "დნიპრო" ერთჯერადი ვარჯიშებით შემოიფარგლა. ხუანდე რამოსისთვის მთავარი სატკივარი გუნდის დაცვის ხაზია, რადგან ამ ხაზს კიდევ ორი მოთამაშე გამოაკლდა. "ილიჩევეცთან" შაბათს გამართულ მატჩში ონდრჟეი მაზუხი დაგვიშავდა, ბოლო ვარჯიშზე კი გაზონი დუგლასმა დატოვა. ამათ გარდა, გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო სტრინიჩმა.