დავით თარგამაძე: ევროპაში თამაში მინდა

AutoSharing Option
მარიუპოლის "ილიჩევეცის" ქართველი ლეგიონერები თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე ბოლო დროს ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

ყველაზე სკანდალური "ილიჩევეცის" მწვრთნელის, პავლოვის განცხადება იყო, როცა მან თქვა, ქართველები ერთი თვეა, არ გამოჩენილანო. მართალია, მწვრთნელმა ეს გამონათქვამი შეარბილა, მაგრამ ახლა კლუბის პრეზიდენტმა უწოდა მათ "თავქარიანები".

24 წლის დავით თარგამაძე თავს გამოცემა "პროფუტბოლთან" ინტერვიუში იმართლებს: "ჩვენ ვბრუნდებოდით ნაკრებიდან. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ტრავმირებულები ვიყავით. ამიტომაც ვერ ვვარჯიშობდით, მაგრამ მარიუპოლში ვიმყოფებით".

"ჩვენ უკვე დაველაპარაკეთ მწვრთნელს და სპორტულ დირექტორს. გადაწყდა - "ილიჩევეცში" აღარ ვითამაშებთ, ვიქნებით სხვა გუნდში",
- განაცხადა შემტევმა ნახევარმცველმა.

"ჩემი სურვილია, ევროპულ გუნდში ვითამაშო. ვნახოთ, რა იქნება. ჯერჯერობით დროა სატრანსფერო ფანჯრამდე. ამიტომ ჯერ ვერ გეტყვით, სად გავაგრძელებ კარიერას: უკრაინაში, რუსეთში თუ ევროპაში".

შეგახსენებთ, რომ კონტრაქტის მიხედვით, ორივე ქართველი დონეცკის "შახტარის" საკუთრებაა და "ილიჩევეცში" იჯარით გამოდიოდა.

ასევე იხილეთ:
"ილიჩევეცის" პრეზიდენტი: თარგამაძე და ოქრიაშვილი თავქარიანები არიან
მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდი შამბალა არ გინდა???
0
ცოტა ჭკუას მოუხმეთ შენ და ოქრიაშვილმა თორემ ევროპა კი არა საქართველოს ჩემპიონატში თამაშიც მოგენატრებათ მალე. ვინ აგიყვანთ მაგ რეპუტაციით ევროპაში? თუ აგიყვანეს და ნახევარი სეზონია თქვენი მაქსიმუმი თუ პროფესიონალურად არ მიუდგებით საქმეს და ისევ ეგრე გააგრძელებთ. არადა რა კარგ მონაცემებს გაფუჭებინებთ ეგეთი ცუდი ზნე. გული წყდება თქვენზე ქართველ ხალხს
შოთა
17:00 02-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული