ჯანო ანანიძე სეზონის ბოლომდე "როსტოვში" დარჩა

AutoSharing Option
გადაწყდა, "როსტოვში" იჯარით მოთამაშე ჯანო ანანიძე არ წაჰყვება მოსკოვის "სპარტაკს" ზამთრის შეკრებაზე, 21 წლის ქართველი ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე "როსტოვში" დარჩება.

ჯანოს ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილი წარმატებული გამოუვიდა "როსტოვში" - 15 თამაშში 1 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა და თავადაც აპირებდა "სპარტაკის" ხელმძღვანელობისთვის ეთხოვა, არ დაებრუნებინათ მოსკოვში.

ჯანოსთან ერთად, "როსტოვში" სეზონის ბოლომდე რჩება არტიომ ძიუბაც, რომელიც 12 გოლით რუსეთის ჩემპიონატის თანაბომბარდირია.

ამის შესახებ თავისი პოზიცია დააფიქსირა "როსტოვის" ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრ შიკუნოვმა: "სპარტაკის" ხელმძღვანელობას შევხვდი და პრობლემა არ ყოფილა. მოსკოველებს არ მოუთხოვიათ
დაჟინებით ანანიძის და ძიუბას დაბრუნება. "სპარტაკში" მოსწონთ, რომ ბიჭები უმატებენ, ყოველთვის თამაშობენ. თავად ძიუბამ და ანანიძემაც აქ დარჩენა ითხოვეს. "სპარტაკის" ხელმძღვანელები დაელაპარაკნენ ბიჭებს და მიხვდნენ, რომ დაძალება არ გამოვიდოდა"
.

"როსტოვის" ვიცე-პრეზიდენტი უფრო შორსაც მიდის: "შევძლებთ თუ არა ამ ფეხბურთელების გამოსყიდვას? ძიუბაზე ლაპარაკი არ მიდის, რადგან ამხელა თანხა ჩვენ არ გვაქვს. რაც შეეხება ჯანოს, ჩვენ შევეცდებით მაინც. თუკი ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, ანანიძის გამოსყიდვის თანხაც გამოინახება".

ასევე იხილეთ:
"როსტოვი": ჩვენ ჯანო ანანიძეში გადასახდელი მილიონი არ გვაბადია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული