"კრილია სოვეტოვის" 31 წლის კაპიტანი sports.ru-მ ჩემპიონატის ყველაზე თავდაუზოგავ ფეხბურთელად დაასახელა. მიზეზი? რა თქმა უნდა, ქართველის მიერ სეზონის პირველ ნაწილში 19 დარტყმის მოგერიებაა. ამ შედეგით ამისულაშვილი მინდვრის მოთამაშეებში საუკეთესოა და მხოლოდ მეკარეებს ჩამორჩება.
სიტყვაზე, "ტომის" მოლდოველ მეკარე ილიე ჩებანუს სულ 14-ჯერ დაურტყეს კარში და 7 გოლი გაუშვა. ამისულაშვილმა კი, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველია, "კრილია სოვეტოვი" 19-ჯერ იხსნა გოლისგან.
ასევე იხილეთ:
ალეკო ამისულაშვილი და ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონატის ჯენტლმენებში