ნაკრებში ქართველი ჯანო ანანიძეც მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ აგერ, უკვე 5 წელზე მეტია, საქართველო დსთ-ის წევრი აღარ არის. თუმცა რა უნდა გაგვიკვირდეს, როცა სიმბოლურშია ესტონელი კონსტანტინ კისელოვი (ამკარი), ესტონეთი ხომ არასოდეს ყოფილა ამ გაერთიანების წევრი.
"სპორტბოქსმა" საშემოდგომო ნახევრის ანალიტიკა სწორედ დსთ-ის ლეგიონერთა ნაკრების შედგენით დაიწყო, როგორც მათ უწოდეს, "ახლო საზღვარგარეთის" გუნდის.
ნაკრებში 4 ბელორუსია (ვერემკო, მარტინოვიჩი, კალაჩევი და პუტილო), 2 სომეხი (ოზბილისი, მოვსისიანი), თითო მოლდოველი (ეპურეანუ), უზბეკი (დენისოვი), ქართველი (ანანიძე), ესტონელი
"მსუბუქი აღნაგობის ნახევარმცველს "სპარტაკში" მოხვედრა ძალიან უჭირდა. ბოლო წლები ის მოსკოვური გუნდის როტაციაში მონაწილეობას კი იღებდა, მაგრამ მეტის იმედი არ ჰქონდა. "როსტოვში" კი ანანიძე სასტარტოს კაცია და დიდად განსაზღვრავს "როსტოვის" თამაშის კრეატიულ ნაწილს.
მიოდრაგ ბოჟოვიჩის გუნდში დამტკიცდა, რომ ქართველი კარგი მეპასეა. ანანიძეს 7 საგოლე პასი აქვს და ჩემპიონატში ის მხოლოდ ბულგარელ იველინ პოპოვს (ყუბანი) ჩამორჩება", - წერს "სპორტბოქსი".
დსთ-ის ნაკრები
ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძე პრემიერლიგის I ნაწილის სიმბოლური ნაკრების კანდიდატია