როგორ გახდა ხუანდე რამოსის დაწუნებული ჯაბა კანკავა "დნიპროს" ლიდერი

AutoSharing Option
უკრაინულმა "მემაქს სპორტმა" ჩემპიონატის კლუბების საშემოდგომო ეტაპის შეჯამება დაიწყო და "დნიპროს" თამაშიც შეაფასა.

გამოცემამ football.ua-ს რეიტინგები მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, კლუბში საშუალო შეფასება ყველაზე მაღალი აქვს ჯაბა კანკავას, ევგენი კონოპლიანკასა და რუსლან როტანს - 6,2-6,2.

ბოლო ორი უკრაინის ნაკრების აღიარებული ლიდერია, თუმცა "მემაქსმა" "დნიპროს" MVP-დ არც კონოპლიანკა დაასახელა და არც როტანი, რომლის ანგარიშზეც 9 საგოლე პასი იყო, არამედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი:

"გუნდის საუკეთესო ბომბარდირი სელეზნიოვია, საუკეთესო ასისტენტი არა მარტო კლუბში, არამედ ჩემპიონატში - როტანი, მაგრამ მაინც ამ შემოდგომაზე სხვისი გამორჩევა გვსურს.

როცა ხუანდე რამოსმა "დნიპრო" ჩაიბარა, ჯაბა კანკავამ მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ასე მოხვდა ჯაბა "კრივბასში" იჯარით.

"დნიპროს" ფეხბურთელების უმრავლესობისთვის "კრივბასში" განათხოვრება არის გადასახლება, რომელიც წერტილს უსვამს მათ კარიერულ ამბიციებს.

უკან სულ ერთეულები დაბრუნდნენ. კანკავამ ეს შეძლო!

მართალია, თავიდან კანკავა იმიტომ დააბრუნეს, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, მაგრამ ჯაბამ თავისი შანსი სრულად გამოიყენა. ყოველ თამაშში ის ნელ-ნელა უმტკიცებდა ესპანელს, რომ უკეთესი ჩამშლელი კლუბში არ იყო.

აი, ასე გახდა საქართველოს და უკრაინის ნაკრებების კაპიტანთა წყვილი საუკეთესო უკრაინის ჩემპიონატში. ერთი ისეთ პასებს უკეთებს თანაგუნდელებს, რომ მათ მხოლოდ თავისა და ფეხის დახვედრა სჭირდებათ, მეორე კი მუხლითა და ცეცხლით იპოვებს თითოეულ ბურთს გუნდისთვის.

ჯაბამ შემოდგომაზე სამი თამაში გამოტოვა და იმ შეხვედრებში "დნიპროს" ნახევარდაცვის დალაგება მხოლოდ მეორე ტაიმებში ხდებოდა შესაძლებელი"
, - წერს "მემაქს სპორტი".

კლუბის შეჯამებაში ერთხელაც არ არიან ნახსენები სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე, რაც გასაკვირი სულაც არ არის. კობახიძეს, ფაქტობრივად, არ ათამაშებენ. ლობჟანიძის შემთხვევა ალბათ უნიკალურია თანამედროვე ფეხბურთში - ქართველი მცველი "დნიპროშია", მაგრამ ის გუნდს არ სჭირდება და ჩემპიონატის განაცხადშიც არაა. ლობჟანიძე მხოლოდ ვარჯიშებით კმაყოფილდება.

ასევე იხილეთ:
ჯაბა კანკავამ კარიერაში ყველაზე უცნაურ მატჩში ითამაშა
მკითხველის კომენტარები / 4 /
კობახიძე ტექნიკური ფეხბურთელია მაგრამ სისწრაფე აკლია აშკარად და ნელი ფეხბურთელი ვის რაში სჩირდება დგეს ყველაპერი სისწრაპეზეა აგებული
maiko
09:43 19-12-2013
0
დავიჯერო ლობჯანიძეს და კობახიძეს ჩჰაგრაბე=ვენ იქ და კანკავას ვერა? არა ბატონო კანკავა გირსია თამაშის ისინი კი არა მაგრამ რატომ აქვტ მასჰინ მაგათ გარანტირებულად დაჯავშნული სულ ეროვნულში ადგილები მე უფრო ლობჯანიძეზე მაქვს ლაპარაკი მაგის გაკეტებული მე ნაკრებსჰი არაპერი მინახია
lili
09:10 19-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული