"ბილდი": ლევან კობიშვილმა რობერტ ლევანდოვსკი დაჩაგრა!

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ "ჰერტას" თავკაცმა იოს ლუჰუკაიმ ერთი ძალზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო - 36 წლის ლევან კობიაშვილი დაცვის ცენტრში დააყენა, სადაც თითქმის არასოდეს უთამაშია.

კობი პერსონალურად არ მოქმედებდა რომელიმე დორტმუნდელის წინააღმდეგ, მაგრამ ხშირად უწევდა პოლონელ გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკისთან ბრძოლა. ეს თამაში "ჰერტამ" 2:1 მოიგო.

"ბილდი" მცირე სტატიას აქვეყნებს: "კობი - ტოპ-ასპარეზობა ლევანდოვსკის წინააღმდეგ".

"36 წლის ლევან კობიაშვილი მეოთხე სეზონია, "ჰერტაშია" და პირველად ითამაშა ცენტრალურ მცველად. მან ერთმნიშვნელოვნად დაჯაბნა მასპინძელთა მთავარი დამრტყმელი ძალა რობერტ ლევანდოვსკი.

"ჰერტას" თავკაცი იოს ლუჰუკაი ამბობს: "კობი! ღმერთო ჩემო, მგონი,
ლევანდოვსკიმ მას ერთი ორთაბრძოლაც ვერ მოუგო. ლევანი პირველიდან ბოლო წუთამდე კონცენტრირებული იყო".

ლევან კობიაშვილი: "დორტმუნდს" 24-ედ ვეთამაშებოდი და მეათედ მოვუგე".

შეგახსენებთ, რომ "ბილდმა" კობიაშვილის თამაში 2 ბალით შეაფასა.

ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: უნივერსალი კობი
მკითხველის კომენტარები / 5 /
ქეცბაიას ანახეთ ეგ თამაში, ეგებ სირცხვილისგან გაწითლდეს.
irakli
14:33 24-12-2013
0
აბა რაა!! ნაკრებიდან ისე უნდა გაუშვა, რომ გული მაგრად ატკინო, თან ჩარეცხილს და გადმონაშთს თუ მიაძახებ ხო ვაბშე "ბუკეტია"! დამატებითაც შეიძლება რამის "კორექტირება".....აიი, გერმანელები კი წერენ, რომ მივაძოთ კობის და სამაგალითოდ ყავთ უვლიან, თან ყვებიან . მერე გვინდა გერმნიის მომგები ნაკრები შევქმნათ თან უცებ....ეს რა "......." გვჭირს...
zaza "ziko"
10:46 24-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული