ჯანო ანანიძე - ახალგაზრდა ჩავი

AutoSharing Option
sports.ru რუბრიკა "ტრიბუნაში" რუს ბლოგერებს თავიანთი აზრის გამოთქმის საშუალებას აძლევს. 2 იანვარს ეს რუბრიკა "როსტოვის" ქართველ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს დაეთმო, სათაურით - "ჯანო (ჟანო) ანანიძე - ახალგაზრდა ჩავი".

მოკლე დახასიათება:
ჟანო, ან როგორც მას ახლა უწოდებენ, ჯანო (თუმცა მე პირველი ვარიანტი მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ არასწორია) ახალგაზრდა, პერსპექტიული, კრეატიული ფეხბურთელია დიდებული დრიბლინგით. მას მოედნის კარგი ხედვა აქვს და რუსულ პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მეპასეა. ყოველ შემთხვევაში, ამ სეზონში მაინც.

ახლა ის "როსტოვისთვის" შრომობს, სადაც იჯარითაა. ოფიციალურად კი ტალანტის მფლობელი მოსკოვის "სპარტაკია".
მაგრამ რადგან ის იჯარით გაუშვეს, ესე იგი, არსებობს ამის მიზეზი - ჯანო იშვიათად გამოდიოდა მოედანზე, ძირითადად კი, სათადარიგოთა სკამს "ხეხავდა".

კარიერა:
11 წლის ასაკში თბილისში "ნორჩ დინამოელში" გადავიდა, 2005-ში თავი კიევის "დინამოში" ამოჰყო, შემდეგ იყო "სპარტაკი". ჯანომ "სპარტაკში" სინჯებზე ორი გოლი გაიტანა.

დუბლი:
2009 წლიდან მან დაიწყო "სპარტაკის" დუბლებში თამაში.

დებიუტი:
2009 წლის 15 ივლისს ჯანოს დებიუტი ჰქონდა "სპარტაკის" ძირითად გუნდში. ეს იყო სათასო მატჩი "კრასნოდართან". მან 90-ე წუთზე გოლი გაიტანა. მალე ჯანო მთავარ გუნდში გადაიყვანეს.

დებიუტი და რეკორდი:
მისი დებიუტი ჩემპიონატში 2009 წლის 18 ოქტომბერს შედგა მოსკოვის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ (3:0) 25-ე ტურის მატჩში. მან ამ თამაშში გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა - ის გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორია რუსეთის ჩემპიონატში - მაშინ 17 წლის და 8 დღის იყო.

მსოფლიო დონე:
მალე ცნობილი გახდა, რომ ჯანო ანანიძის კარიერას შორიდან "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერი აკვირდებოდა. მის შესახებ ცნობებს აგროვებდნენ "იუვენტუსის", "მილანის" და "სევილიას" სკაუტები, რაც თავისთავად მეტყველებს მისი ტალანტის მსოფლიო დონეზე.

ევროთასები:
დებიუტი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ.

იჯარა "როსტოვში":
2013 წლის 3 ივლისს ის "როსტოვში" არენდით გადავიდა. ხელშეკრულება ერთი სეზონით გაგრძელდა, მაგრამ პუნქტით, რომლის თანახმადაც, "სპარტაკს" მისი უკან გამოთხოვება ზამთარში შეეძლო. მასთან ერთად "როსტოვში" კიდევ ერთი სპარტაკელი გადავიდა - არტიომ ძიუბა და ეს გადამწყვეტი გამოდგა ორივეს წარმატებაში. ჯანომ მე-5 ტურში გაიბრწყინა, რომელშიც "როსტოვმა" 4:0 გაანადგურა "ვოლგა". ჯანოს ანგარიშზე გოლი და ორი საგოლე პასია!

ახლა:
როგორც ვთქვით, ის ახლა იჯარით თამაშობს. თუმცა არც "სპარტაკში" თამაშობდა ურიგოდ, მაგრამ ფიზიკურად ვერ უძლებდა. ამ ქართველისთვის ფიზიკური გამძლეობა არ არის ძლიერი მხარე. ვფიქრობ, ეს ჯანოს ერთადერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მინუსია. ჯანო მხოლოდ ნახევარ თამაშს თუ ძლებდა მაღალ დონეზე, ეს კი ცუდია. ახლა კი ის ყოველთვის ძირითადშია, გამძლეობაც მოემატა, სიჩქარეც ჰყოფნის.

საჭიროა თუ არა მისი დაბრუნება ზამთარში:
ვფიქრობ, ამ ტემპებით ჯანო პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდება, მაგრამ "სპარტაკის" ნახევარდაცვაში ბევრი გამოცდილი და ტექნიკური ფეხბურთელია, ამ ზონაში დიდი კონკურენციაა. უკან თუ დააბრუნებენ, დიდი შანსია, მისთვის ადგილი ისევ სათადარიგოთა სკამზე გამოინახოს. შეიძლება მაკგიდის ტრანსფერმა ადგილი გამოათავისუფლოს, მაგრამ არა ჯანოსთვის.

საჭიროა თუ არა მისი დაბრუნება სეზონის მერე:
შესაძლოა, "სპარტაკში" კიდევ მოხდეს გადაადგილებები, აი, ჯანოც მაშინ იქნება საჭირო. "როსტოვისთვის" ჯანო და ძიუბა ოქროს საბადოა, ისინი, რა თქმა უნდა, მათ გამოსყიდვას შეეცდებიან. გაყიდის თუ არა "სპარტაკი" ჯანოს, ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, მაგრამ უდიდესი პოტენციალის ფეხბურთელი სჯობს "სპარტაკს" დაუბრუნდეს.

დასკვნა:
ჯანო დიდი ტალანტია და მისი რუსეთის პრემიერლიგის დაბალი დონის გუნდებში ჩაკარგვა ცუდი საქციელი იქნება. მან დაიმსახურა "სპარტაკის" ძირითადში თამაში, თუმცა თავის თავზე კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. იმედია, ხელმძღვანელობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ასეთ ტალანტს არ დაკარგავს...

ასევე იხილეთ:
"როსტოვის" მწვრთნელი: ჯანო ანანიძის მოსვლით ძალიან გაგვიმართლა
რატომ ვერ გადავიდა ჯანო ანანიძე არნემის "ვიტესში"
მკითხველის კომენტარები / 7 /
აქ ვიღაც უსახელო და უგვარო წერს,რომ ნუ ხართ შურიანებიო.რა შუაშია აქ შურიანობა,ნეტა მართლა მესიზე და ჩავიზე მაგარი იყოს ეს მინდა მეც და ყველას,მაგრამ მათი აჩრდილიც,რომ არ არის და სულელებივით მათ ადარებთ აი ესაა უბედურება,სადღაც არარეარულ სამყაროში ვართ და აჩრდილებს ვებრძვით.ასეთ ფეხბურთელებს უკვე ფეხებში ეტყობათ,არა შეჯდა მწყერი ხეზეო,ძალიან მინდა ვცდებოდე,მაგრამ რა ვიცი,რა ვიცი.
roma
21:20 05-01-2014
0
იცით რა მაინტერესებს რომელიმეს ამ ადამიანის თამაში გაქვთ ნანახაი საქართველოს ნაკრებს გარეთ? თუ ნანახი გაქვთ ვერ იტყვით რომ უნიჭოა, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგად თამაშობს და როსტოვში თამაშის ლიდერია ძიუბას მერე. აქ თუ პასი არ მოგცეს გოლსაც ვერ გაიტან. ფეხბურთი ერთი ფეხბურთელის თამაში არაა, აქ გუნდი თამაშობს.... ნუ ხართ შურიანები
************
17:49 05-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული