La Gazzetta dello Sport: გიორგი ჭანტურია "ბოლონიაში"!

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტი" ჩვენთვის საინტერესო სატრანსფერო სიახლეს გვამცნობს - სერია A-ს კლუბი "ბოლონია" გიორგი ჭანტურიასა და ნელსონ ვალდესის შეძენას აპირებს.

გამოცემის თანახმად, "ბოლონია", რომელიც ჩემპიონატში 16 ქულით მე-18 ადგილზეა, შეტევის გაძლიერებას აპირებს. ამ მიზნით გუნდს 30 წლის პარაგვაელი ფორვარდი ნელსონ ვალდესი მიჰყავს (ბოლო კლუბი "ალ ჯაზირა"). ვალდესი "ვერდერში", "დორტმუნდსა" და "ვალენსიაში" თამაშით გემახსოვრებათ.

"ბოლონია მალე დაიმატებს "ვერდერის" და "დორტმუნდის" ყოფილ ფორვარდს, რომელმაც გაერთიანებულ საემიროებში "გამოიზამთრა". კლუბს ასევე მოსწონს "ვიტესის" ქართველი ფორვარდი გიორგი ჭანტურია. ის 20 წლისაა"
, - წერს "გაძეტა".

"ბოლონიას"
დავიდე ბალარდინი
წვრთნის. გუნდის საუკეთესო ფორვარდი ალესანდრო დიამანტია 4 გოლით.

"ტუტო მერკატოსთან" საუბარში ამ ინფორმაციას ადასტურებს ფიფას იტალიელი აგენტი კლაუდიო კავალიერი, რომელიც ჭანტურიას საქმეებს კურირებს.

შეგახსენებთ, რომ ადრე საუბარი იყო "ჯენოას" ვარიანტზეც. კავალიერის თქმით, ჭანტურიას "ბოლონია", სავარაუდოდ, მილიონ ევროდ შეიძენს.

ასევე იხილეთ:
ჭანტურიას აგენტი: გიორგის იტალიურ ტრანსფერზე ვმუშაობ
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ჟურნალისტებისა და პრემიერ ღარიბაშვილის აბდა უბდა ძალიან გავს თითქოს რა მაგრები ვართ!ხხხხხხ!!! ტფუუუუუ!!!!
0
ჭანტურია ჯენოაში 4 ლიმონად არ გაუშვეს და , 1 ლიმონად შეელევიან ვითომ ?! რავიცი რავიცი ... :) იმედია :)
SHUKOVANI
14:53 16-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული