ქართველთა "ვიტესი" პირველ ადგილზე გადავიდა

AutoSharing Option
ქართველ ლეგიონერთა "ვიტესმა" ჩემპიონატი გამარჯვებით განაახლა - სტუმრად "ზვოლეს" 2:1 სძლია.

მე-3 წუთზე სტუმრები კრისტიან ატსუმ იან-არი ვან დერ ჰეიდენის პასით დააწინაურა. მასპინძლებმა უკვე მე-10 წუთზე გაათანაბრეს, თუმცა მე-13 წუთზე წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ ლუკას პიაზონმა პენალტი ვერ გამოიყენა.

გამარჯობის გოლი "ვიტესმა" ბოლო წუთზე გაიტანა, ვან დერ ჰეიდენის პასით ამჯერად პატრიკ ვან აანჰოლტმა იხეირა.

გურამ კაშიამ 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო გიორგი ჭანტურია შეტევაში 64-ე წუთამდე გაისარჯა. ის ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც პეტერ ბოშმა შეცვალა. ვალერი ყაზაიშვილი
სათადარიგო იყო.

არნემის "ვიტესი" 40 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა "აიაქსს" (37 ქულა) თამაში რეზერვში აქვს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
და ჯუმბერ ჯიღაური არ მოგწონს?
0
წიმურ-ს - რატომ უმახინჯებ ხალხს სახელს? მაგატ მართმა ასე ქვიათ - ჯანო, ვალერი, ჯაბა... და გიორგი!!! არავითარი გია
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული