ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე სომხურ გუნდში იმყოფება

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელი უჩა გოგოლაძე, რომელიც ბელორუსული გუნდის, ბრესტის "დინამოს" ღირსებას იცავდა, სინჯებზე სომხეთში იმყოფება.

გოგოლაძეს "დინამოსთან" კონტრაქტი დაუსრულდა და ახლა სინჯებს ერევნის "ბანანსეში" გადის.

თავად "ბანანსე" კი 14 ტურის შემდეგ სომხეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე იმყოფება და თავდამსხმელით გაძლიერება სურს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველი შემტევი 2010 წლიდან თამაშობდა "დინამოში". ოთხი სეზონის განმავლობაში მან 56 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

მომზადებულია totalfootball.am-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინმე არ გყავს ჭკუის დამრიგებელი? რა სომხეთი სულ გაგიჯდა ეს ხალხი
დავითი
17:51 20-01-2014
0
ბანანსე არა ბიონსე :D
0

სიახლეები პოპულარული