ბათუმის სტადიონი ევროტურნირზე ბელარუსის და ჩეხეთის გუნდების მატჩს უმასპინძლებს

AutoSharing Option
უეფას გადაწყვეტილებით, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ბრესტის "დინამოსა" და პლზენის "ვიქტორიას" შორის ბათუმში გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.

შეხვედრა 29 ივლისს ჩატარდება და რეგლამენტის მიხედვით, არენაზე მაყურებლები არ დაიშვებიან. ამ გუნდების პირველი მატჩი ჩეხეთში 22 ივლისს უნდა გაიმართოს.

ბელარუსში პირდაპირი ავიარეისების განახლების შემთხვევაში, უეფა საპასუხო მატჩის ბრესტში ჩატარებას არ გამორიცხავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული