"გაძეტა დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 23 იანვარს მილანში საინტერესო შეხვედრა გაიმართა "ბოლონიას" წარმომადგენლებსა და იტალიელ აგენტ კავალიერის შორის, რომელიც ქართველ ფორვარდს წარმოადგენს.
"მხარეები შეთანხმების მიღწევასთან შორს არ არიან. შეიძლება დღის განმავლობაში ბევრი რამ გაირკვეს. სატრანსფერო თანხა, სავარაუდოდ, მილიონი ევროს ფარგლებშია", - წერს "ტუტო მერკატო".
"ბოლონიას" ფორვარდ ალესანდრო დიამანტის "გუანჯოუ ევერგრანდში" გაყიდვა სურს. მოლაპარაკება ჩინელებთან ხან წინ მიიწევს, ხან ჩიხში შედის. სავარაუდოდ,
ამასობაში ჰოლანდიურმა "ელფ ფუტბალმა" გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "გიორგი ჭანტურიას სერია A-ს თავგადასავალი იზიდავს".
"სულ უფრო ცოტა რჩება იმის ალბათობა, რომ გიორგი ჭანტურია არნემის "ვიტესში" დარჩება. ნელ-ნელა ის არცთუ საჭირო ფეხბურთელი ხდება "ვიტესში" და თავადაც გული სხვაგან მიუწევს. ამის გამოყენებას კი იტალიური ელიტის "ბოლონია" აპირებს.
იტალიურ წყაროებს თუ ვენდობით, საუბარია მილიონ ევროზე", - წერს "ელ ფუტბალი".
თუმცა "ფუტ მერკატომ" დიამეტრულად საწინააღმდეგო ინფორმაცია გამოაქვეყნა: ამ წყაროს ცნობით, ჭანტურია მალე ფრანგულ ლიგა 1-ში გადავა.
"მონპელიე" ამ ტრანსფერზე მუშაობს და ფრანგულ კლუბს ჭანტურია მილიონ ევროზე ნაკლები დაუჯდება. ჭანტურიას "მონპელიეში" რემი კაბელიას შემცვლელად განიხილავენ, რომელიც "ნიუკასლში" მიდის.
ამ სეზონში გიორგი ჭანტურიამ "ვიტესის" მაისურა სულ 8-ჯერ მოირგო, რაც დისკვალიფიკაციით არის განპირობებული, რომელიც ჭანტურიას რუსული ჩემპიონატიდან გადმოჰყვა.
ასევე იხილეთ:
La Gazzetta dello Sport: გიორგი ჭანტურია "ბოლონიაში"!