გიორგი ქვილითაიას "გრასჰოპერში" თითქმის გადაწყვეტილი ტრანსფერი ჩაეშალა

AutoSharing Option
"ლელო" წერდა, რომ გორის "დილას" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია შვეიცარიაში იმყოფებოდა, სადაც ამ ქვეყნის ყველაზე პოპულარულ კლუბ "გრასჰოპერში" ისინჯებოდა.

ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი ციურიხის კლუბს თურქულ შეკრებაზეც ახლდა. როგორც თავად ქვილითაიამ თქვა, "გრასჰოპერი" 3,5-წლიან კონტრაქტს ტესტირების გარეშე სთავაზობდა.

სამწუხაროდ, გიორგის ვარჯიშზე საზარდული ასტკივდა და ერთი თვე იძულებითი დასვენება მოუწევს. შესაბამისად, ტრანსფერიც ჩაიშალა.

მკურნალობის შემდეგ 20 წლის ფორვარდი კარიერას კვლავ გორის "დილაში" გააგრძელებს, თუმცა იმედოვნებს, რომ ზაფხულში შვეიცარიულ გუნდში მაინც გადავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ გწყინდებათ ამ ზღაპრების წერა??? არ მესმის რატომ არ ჰყოფნით ამ ადამიანებს სიმარტლის ლაპარაკი?
GIO-XIII
16:29 03-02-2014
0
გიორგი ქვილითაია ძლიერი ფეხბურთელია,ის სჭირდება გორის დილას და მიხარია მისი დილაში დაბრუნება,თუმცა მწყინს,რომ შვეიცარიის ვარიანტი ჩაეშალა.წარმატებებს გისურვებ გიორგი.
გივი გაგნიძე
15:35 03-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული