ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი ციურიხის კლუბს თურქულ შეკრებაზეც ახლდა. როგორც თავად ქვილითაიამ თქვა, "გრასჰოპერი" 3,5-წლიან კონტრაქტს ტესტირების გარეშე სთავაზობდა.
სამწუხაროდ, გიორგის ვარჯიშზე საზარდული ასტკივდა და ერთი თვე იძულებითი დასვენება მოუწევს. შესაბამისად, ტრანსფერიც ჩაიშალა.
მკურნალობის შემდეგ 20 წლის ფორვარდი კარიერას კვლავ გორის "დილაში" გააგრძელებს, თუმცა იმედოვნებს, რომ ზაფხულში შვეიცარიულ გუნდში მაინც გადავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"