არნემის "ვიტესი" მერაბ ჟორდანიასა და დათო ტურაშვილის თვალწინ დამარცხდა

AutoSharing Option
ჰოლანდიურ ერედივიზიონში ქართველების "ვიტესმა" ისევ გაუშვა ხელიდან ლიდერობის დაბრუნების შანსი - თუ წინა ტურში "ფეიენოორდთან" სტუმრად ქულას გამორჩა, 4 თებერვალს საკუთარ მოედანზე "ალკმაართან" 0:2 დამარცხდა.

არნემელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ 90 წუთი დაჰყო მოედანზე, მეორე ქართველი ვაკო ყაზაიშვილი კი ბოლოსკენ ჩაერთო თამაშში და კინაღამ ანგარიში "დაასველა" - მისი თავური მცირედით ასცდა მიზანს.

არ გამოჩენილა გიორგი ჭანტურია, რომელიც ახალი კლუბის ძიებაშია და "ვიტესისთვის", ეტყობა, ვეღარ იცლის.

სტუმრები პირველივე ტაიმში დაწინაურდნენ - ჯერ ავტოგოლით, რომელიც მეტოქეს ვან აანჰოლტმა "მიართვა", ხოლო შემდეგ იოჰანსონმა ორბურთიანი
სხვაობით დააწინაურა დიკ ადვოკაატის გუნდი და საქმეც, თურმე, ამით მოამთავრა.

წაგების მიუხედავად, არნემელები მეორე ადგილზე რჩებიან და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

სხვათა შორის, "ვიტესს" ტრიბუნიდან ორი ქართველი ქომაგობდა - კლუბის ყოფილი მეპატრონე და პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია და მწერალი დათო ტურაშვილი...

კობა ინასარიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული