"დიდ ფეხბურთში" საკლუბოს ვგულისხმობთ, თორემ სანაკრებო კარიერა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ორი წლის წინ რომ დაამთავრებინა, ეს ახალი არავისთვის უნდა იყოს...
მართლა ახალი კი ისაა, რაც თავად კობიაშვილმა უთხრა "ბილდს" და მერე "ფეისბუქზეც" განათავსა:
"ახლა თამაშისგან ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ვერ წარმომიდგენია, რომ რამდენიმე თვეში ამ სიამოვნებას ვეღარ მივიღებ. ამიტომაც, შესაძლოა, თამაში ერთი სეზონი კიდევ გავაგრძელო".
ასაკის მიუხედავად, "კობი" მართლაც უმაღლეს
აგერ, 12 თებერვალს "ჰერტას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ პრეეტცმა თქვა:
"ლევან კობიაშვილი მოედნის ჩინებული ხედვით გამოირჩევა. ის ახლა ჩინებულ ფორმაშია და ნამდვილად სამაგალითო პროფესიონალია".
თუ კობიაშვილმა მართლაც გადაიფიქრა ამ ზაფხულს კარიერის დასრულება, შესაძლოა, ბუნდესლიგაში ლეგიონერთა შორის ჩატარებული მატჩების რაოდენობით "ბაიერნის" პერუელ ფორვარდ კლაუდიო პისაროს (360 მატჩი) გადაასწროს და რეკორდსმენი გახდეს. სადღეისოდ, კობიაშვილის ბუნდესლიგური მონაგარი 342 მატჩს ითვლის...
მაშ, ყველამ ერთად ვუთხრათ: არ წახვიდე, კობი!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"