ერთად სათქმელი: არ წახვიდე, კობი!

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილმა, ვისაც საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, შესაძლოა, გადაიფიქროს და დიდ ფეხბურთს კიდევ ერთი სეზონით შემორჩეს.

"დიდ ფეხბურთში" საკლუბოს ვგულისხმობთ, თორემ სანაკრებო კარიერა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ორი წლის წინ რომ დაამთავრებინა, ეს ახალი არავისთვის უნდა იყოს...

მართლა ახალი კი ისაა, რაც თავად კობიაშვილმა უთხრა "ბილდს" და მერე "ფეისბუქზეც" განათავსა:

"ახლა თამაშისგან ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ვერ წარმომიდგენია, რომ რამდენიმე თვეში ამ სიამოვნებას ვეღარ მივიღებ. ამიტომაც, შესაძლოა, თამაში ერთი სეზონი კიდევ გავაგრძელო".

ასაკის მიუხედავად, "კობი" მართლაც უმაღლეს
დონეზე თამაშობს. ამას კი ყოველი მატჩის შემდეგ ჩვენი გერმანელი კოლეგებისგან მისთვის დაწერილი შეფასებები და ის სიტყვებიც მოწმობს, რასაც "ჰერტას" უფროსები მის მიმართ ხშირად ამბობენ.

აგერ, 12 თებერვალს "ჰერტას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ პრეეტცმა თქვა:

"ლევან კობიაშვილი მოედნის ჩინებული ხედვით გამოირჩევა. ის ახლა ჩინებულ ფორმაშია და ნამდვილად სამაგალითო პროფესიონალია".

თუ კობიაშვილმა მართლაც გადაიფიქრა ამ ზაფხულს კარიერის დასრულება, შესაძლოა, ბუნდესლიგაში ლეგიონერთა შორის ჩატარებული მატჩების რაოდენობით "ბაიერნის" პერუელ ფორვარდ კლაუდიო პისაროს (360 მატჩი) გადაასწროს და რეკორდსმენი გახდეს. სადღეისოდ, კობიაშვილის ბუნდესლიგური მონაგარი 342 მატჩს ითვლის...

მაშ, ყველამ ერთად ვუთხრათ: არ წახვიდე, კობი!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
უკანასკნელი მოჰიკანი - დარჩი !!!
GiorgiG83
12:23 13-02-2014
0
რა თქმა უნდა, კობი უნდა დარჩეს რეკორდულ 361-მდე. მით უმეტეს კარგ ფორმაშია.ღმერთმა ხელი მოუმართოს!
Unknown
12:33 13-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული