გიორგი ჭანტურიას ტრანსფერი - ჯერ "კლუჟი", მერე "ვერონა" ან "პარმა"

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ჰოლანდიური "ვიტესის" ფორვარდი გიორგი ჭანტურია დღეს-ხვალ რუმინული "კლუჟის" მაისურას მოირგებს, კონტრაქტს კი იტალიურ "ვერონასთან" ან "პარმასთან" გააფორმებს.

20 წლის ფეხბურთელი და "ვიტესის" ხელმძღვანელობა მომავალ ტრანსფერზე კონკრეტულად სალაპარაკოდ აგენტ კარლო კავალიერის არნემში 17 თებერვალს ელოდებიან. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ვიტესი" ქართველი შემტევის გათავისუფლებას ოფიციალურად დაადასტურებს. ამ დადასტურებას კი, სავარაუდოდ, სატრანსფერო მილიონ-ნახევარი ევრო მოჰყვება, რომელიც ჭანტურიას ამყვანმა იტალიურმა კლუბმა უნდა გადაიხადოს.

მოკლედ, საქმე ასეა: ჭანტურიას შეძენა "ვერონას" კი სურს, მაგრამ დაინტერესებულია "პარმაც", ხოლო იმის გამო, რომ ტრანსფერი
იანვრის ბოლომდე ვერ მოესწრო, ამიტომაც მივიდა საქმე აქამდე - რაკი ამ სეზონში ჭანტურია იტალიაში ვეღარ ითამაშებს, საჭირო გახდა მისთვის ისეთი კლუბის გამონახვა, რომელიც ჩვენიანს ზაფხულამდე, ანუ ახალი სატრანსფერო სეზონის გახსნამდე შეიფარებდა.

ასეთ კლუბს კავალიერიმ რუმინეთში მიაგნო და "კლუჟის" ხელმძღვანელობას ოთხთვიან კონტრაქტზე მოელაპარაკა.

ჭანტურია 17 ან 18 თებერვალს ჩავა რუმინეთში, სადაც სატრანსფერო სეზონი 24 თებერვალს იხურება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ჭანტურია "კლუჟის" შემადგენლობაში ამ კვირასვე, "ვასლუის" წინააღმდეგ ითამაშებს. ამასთან, რუმინეთში ქართველი, სავარაუდოდ, "ვერონასთან" ან "პარმასთან" გაფორმებული კონტრაქტით ჩავა. კონტრაქტში კი ჩაიწერება, რომ ჭანტურია იტალიას ზაფხულში მიაშურებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მიბრძანდით ბატონო ვისაც გჯერათ.
isaka
12:02 17-02-2014
0
ჯერ კლუჟი,მერე ტორპედო ან ზესტაფონი
ოპტიმისტი
13:18 17-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული