
ნიდერლანდების ერედივიზიონის კლუბი "ვიტესი" ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები გუნდების მატჩს გამოეხმაურა.
"დღეს საქართველოს ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩს გამართავს. წარმატებები, ბიჭებო!" - წერია კლუბის პოსტში და თან ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას ფოტოებია დართული.
მოგეხსენებათ, გურამი არნემული გუნდის კაპიტანი იყო, ხოლო ვაკო კლუბის ღირსებას 6 წლის მანძილზე იცავდა.