ვასილე მირიუცა: გიორგი ჭანტურია სუპერფეხბურთელია

AutoSharing Option
რუმინული Stiri de Sport-ი ექსკლუზიურად იუწყება, რომ "კლუჟის" თავკაცმა, წარსულში ცნობილმა უნგრელმა ფეხბურთელმა ვასილე მირიუცამ დაადასტურა კლუბის ინტერესი გიორგი ჭანტურიასადმი.

შეგახსენებთ, რომ იტალიურ მედიაში გავრცელებული ხმების თანახმად, გიორგი ჭანტურია სეზონის ბოლომდე რუმინულ "კლუჟში" გადაბარგდება. რუმინეთში სატრანსფერო ფანჯარა რამდენიმე დღეში იხურება.

"ამ ორ დღეში რამე განსაკუთრებული თუ არ მოხდა, გიორგი ჭანტურია ჩვენთან გადმოვა. "ვიტესის" ქართველი სუპერფეხბურთელია. ოთხი თვის განმავლობაში ის ჩვენ დაგვეხმარება, ჩვენ კიდევ მას, რადგან სათამაშო დრო ექნება და შემდეგ კარგ ლიგაში გადავა. მე ჭანტურიაზე ძალიან კარგი წარმოდგენის ვარ", -
განაცხადა მირიუცამ, რომელიც ბევრს, შესაძლოა, "კოტბუსში" თამაშისას ემახსოვროს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული