"კლუჟის" მწვრთნელი: გიორგი ჭანტურია მომავალ ტურში სათამაშოდ მზადაა

AutoSharing Option
რუმინული "კლუჟის" მთავარმა მწვრთნელმა ვასილე მირიუცამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კლუბის ქართველ ახალწვეულს, გიორგი ჭანტურიას მომდევნო მატჩში მისცემს მოედანზე გასვლის საშუალებას.

როგორც იცით, 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რუმინელებთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც გამართა.

"კარგი ამბავი ის არის, რომ ჭანტურია მზადაა სათამაშოდ, მაგრამ არ ვიცი, დავაყენებ თუ არა ძირითად შემადგენლობაში. ის მხოლოდ ორი დღეა, რაც აქ არის, თუმცა ვხედავ, რომ მისი ფიზიკური კონდიციები შეესაბამება მოთხოვნებს",
- განაცხადა რუმინელთა თავკაცმა.

მომდევნო მატჩს "კლუჟი" 28 თებერვალს, რუმინეთის ჩემპიონატის
21-ე ტურში, "ვიტორულ კონსტანტასთან" სტუმრად გამართავს, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილს იკავებს და 1 ქულა აშორებს გასავარდნ ზონას. ამ უკანასკნელმა წინა ტურში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ბუქარესტის "დინამო" დაამარცხა (2:1) მისსავე მოედანზე.

ქართველი ლეგიონერის გუნდი რუმინეთის ჩემპიონატში 29 ქულით მე-7 ადგილზეა.

კახა თორია
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაში ჭირდება შეკვეთილი სტატიები საბურთალოს ეს ვერ გავიგე.უნდა გაყიდოს თუ რაშია საქმე. წერონ თუ უნდათ ამ ჟურნალისტებმა რას აშავებენ ან ამ ბიჭმა ვის რა დაუშავა.
qutaiseli
18:29 27-02-2014
0
რამდენი უჯდება ამ ტიპზე სტატიის შეკვეთა საბურთალოს საინტერესო ეს არის.
fani
16:40 27-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული