ოფიციალურად: დავით დარციმელია "სევასტოპოლის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დავით დარციმელია კარიერას უკრაინულ "სევასტოპოლში" გააგრძელებს. შეგახსენებთ, ამ გუნდის ღირსებას კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, მათე ღვინიანიძე იცავს.

19 წლის ქართველი თავდამსხმელი უკრაინულ გუნდში სინჯებზე იმყოფებოდა და მასთან ერთად თურქული შეკრებაც გაიარა. საბოლოოდ "სევასტოპოლის" ხელმძღვანელობამ დარციმელიას კონტრაქტი გაუფორმა და 28-ნომრიანი მაისურა მიაკუთვნა.

შეგახსენებთ, რომ დარციმელია თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა, ბოლოს კი მარნეულის "ალგეთში" თამაშობდა. სხვათა შორის, დათო პირველი ქართველია, ვისაც "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიაში უვარჯიშია: 2007 წელს, როცა თბილისის "ლოკომოტივი" კატალონიური კლუბისთვის ტალანტების მოძიების პროგრამაში ჩაერთო, აქ
ჩამოსულმა სკაუტმა იაგო აგილარმა სწორედ დარციმელია გამოარჩია და ორი კვირით ბარსელონაში წაიყვანა...

რაც შეეხება "სევასტოპოლს", გუნდი უკრაინის ჩემპონატის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაცი ალგეთში თამაშობდა და ეგრევე სევასტოპოლში მოხვდა?
ცოტა ხომ უნდა დაფიქრდნენ საქართველოში, როგორ იყენებენ კადრებს.
ramo
21:54 28-02-2014
0
ისევ იგივე გაიცსება ეხლა რუსეტი უკრაინიტ ეს ბიები და
vaxo
11:22 09-03-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული