უეფამ ყირიმის კლუბებს რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება აუკრძალა

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის კავშირმა გადაწყვიტა ოკუპირებული ყირიმის გუნდები სიმფეროპოლის "ტავრია", "სევასტოპოლი" და იალტის "რუბინი" თავის მეორე ლიგაში ათამაშოს და ეს იმ დროს, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონს მიადგნენ.

ამას უეფას მყისიერი რეაქცია მოჰყვა. "დაბეჯითებით გთხოვთ გაეცნოთ შემდეგ გადაწყვეტილებას, რომელიც უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 2014 წლის დეკემბერში იქნა მიღებული: რაც შეეხება ყირიმის სიტუაციას, უეფას საგანგებო კომიტეტის 2014 წლის 22 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ყირიმულ კლუბებს აეკრძალათ რუსეთის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში მონაწილეობა, რათა ეს რეგიონი შემდგომ უწყებამდე საფეხბურთო მიზნებისთვის "განსაკუთრებულ ზონად" ითვლებოდეს", -
ნათქვამია უეფას განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
უკრაინის ჩემპიონატი იმართება ეს იმ დროს როდესაც უკრაინა იბომბება.
ირაკლი
22:59 29-09-2022
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული