ალექს მაკლიში: ოქრიაშვილის კარგად მესმის, 17 წლისას მეც მენატრებოდა სახლი

AutoSharing Option
ბელგიური "გენკის" შოტლანდიელმა თავკაცმა ალექს მაკლიშმა თორნიკე ოქრიაშვილის მეორე გუნდში გადაყვანის შემდეგ, მედიასთან პირველად ისაუბრა ქართველ ლეგიონერზე.

Het Nieuwsblad-თან საუბარში მაკლიშმა აღნიშნა, რომ ოქრიაშვილმა მალე უნდა დაიბრუნოს სათამაშო ფორმა სარეზერვო გუნდში.

"მან მალე უნდა დაიბრუნოს სათამაშო ფორმა. მისი პრობლემა სამშობლოს მონატრებაა და მე ამას ვუგებ. როცა 17 წლის "აბერდინში" გადავედი და გლაზგო დავტოვე, მეც მენატრებოდა სახლი. შინ რომ ჩავდიოდი, უკან წასვლა აღარ მინდოდა, ზუსტად ისე, როგორც ოქრიაშვილს დაემართა. აბერდინში გატარებული უქმეები კი კოშმარი იყო ჩემთვის.

ჩემი გამოცდილებიდან ვეტყვი ოქრის, რომ
საქართველოში დაბრუნება ამ პრობლემას ვერ უშველის, ის უნდა შეეჩვიოს ბელგიური ცხოვრების წესს. მან ასევე უნდა გამოავლინოს მონდომება და პატივისცემა.

ასეთი პრობლემები აღარ უნდა გამეორდეს, ვარჯიშებზე დაგვიანებას და მოუსვლელობას ჩვენ ტოლერანტულად ვეღარ შევხვდებით".

* * *
თორნიკეს შესახებ თავისი აზრი საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ბელგიელმა სპეციალისტმა იოჰან ბოსკამპმა გამოთქვა:

"თუ მისი პრობლემა სამშობლოს მონატრებაა, "გენკმა" რაც შეიძლება მალე უნდა დააბრუნოს ის გუნდში, თუმცა ვეჭვობ, რომ ეს იყოს მიზეზი.

ოქრიაშვილი დიდი ხანია, ლეგიონერია და საქართველოს ნაკრებშიც თამაშობს, საზღვარგარეთაც ხშირადაა.

რაც უნდა იყოს, მე მისი საქციელი ბავშვური და არაპროფესიონალური მგონია, მაგრამ მინდა იცოდეთ, ძალიან ვგულშემატკივრობ და მინდა, მინდორს მალე დაუბრუნდეს. მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა ჩემთვის. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია".
მკითხველის კომენტარები / 6 /
ისაუბრა კი არა, დასცინა.

ვისაც უცხოეთში უცხოვრია - ყველა მიხვდება რომ მწვრთნელის სიტყვები დაცინვაა. თუმცა ოქრიაშვილი ამას იმსახურებს.
ამერიკელი
06:36 11-11-2014
0
შენ შენს თავს აღარ ეკუთვნი, შენ ქართველ გულშემატკივარს ეკუთვნი, მოიქეცი ისე, რასაც ეს ხალხი შენგან მოითხოვს და ელოდება, ყველას უყვარხარ და დააფასე ეს სიყვარული ოქრი, გააკეთე შენი გასაკეთებელი!
ბმბ
23:16 10-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული