გიორგი ქვილითაიამ "დიორის" მაისურით უნგრეთის ლიგის თასზეც გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
გიორგი ქვილითაიამ უნგრეთის ლიგის თასზეც გაიტანა. 11 ნოემბერს, "დირმოტთან" (რომელთანაც "დიორი" ქვეყნის თასზე დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა) გამართულ მატჩში, 21 წლის შემტევმა 58-ე წუთზე გამოიჩინა თავი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"დიორმა" შეხვედრა 1:3 წააგო, თუმცა უნგრეთის ლიგის თასი ჯგუფური სისტემით მიმდინარეობს და გიორგის კლუბს შემდგომ ეტაპზე გასვლა უკვე გარანტირებული აქვს.

ქვილითაიამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და იმედია, "დიორის" სამწვრთნელო შტაბი ქართველისთვის ქვეყნის ჩემპიონატშიც გაიმეტებს სათამაშო დროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული