ლაშა თოთაძე: უკრაინაში საფეხბურთო დონე საქართველოზე გაცილებით მაღალია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" 26 წლის მცველი ლაშა თოთაძე ხარკოვის "მეტალისტში" სინჯებზეა და ცდილობს, უკრაინული კლუბის ხელმძღვანელობას თავი მოაწონოს.

მან უკრაინული მედიის ყურადღებაც მიიქცია. აი, რა თქვა ქართველმა სატელევიზიო კომენტარში:

"უკვე ერთი კვირაა, რაც "მეტალისტში" ვვარჯიშობ. "ვორსკლასთან" ვითამაშე კიდევაც. ცოტა დავიღალე, რადგან ასეთ ტემპს შეჩვეული არა ვარ.

ბრწყინვალე გარემოა, რადგან "მეტალისტი" ძალიან კარგი გუნდია. აქ საფეხბურთო დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში. უნდა შევეჩვიო.

ჯერჯერობით ისევ სინჯებზე ვარ. არ ვიცი, დავრჩები თუ არა, მწვრთნელს უნდა დაველაპარაკო. უკრაინის ჩემპიონატი ძალიან მომწონს", - განაცხადა თოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ "მეტალისტი" ცენტრალური მცველის, აილა იუსუფის შემცვლელს ეძებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმიტომ რომგამოკოპილი ტანხა მიზან მიმარტულად იხარჯება და არა ისე როგორც საკარტველოHI ჟIBEEBHI KI AR ILEKEBA





sapanadze.temuri@mail.ruimitom
18:51 19-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული