იუბილეზე მოსახვედრად ყველაზე დიდი გზა მალხაზ ასათიანმა გაიარა, რომელიც ამჟამად ქუთაისში ცხოვრობს.
- სიმართლე გითხრათ, გადამავიწყდა კიდეც, რომ ეს წელი ჩვენთვის საიუბილეო იყო. ამ დროს დამირეკა დიმა სენნიკოვმა. "იური პალიჩი ბიჭებს გვეძახის", - მითხრა მან. ძალიან გამიხარდა.
დიდი ხანია, არ მინახავს ხოხლოვი, სიჩევი, ლოსკოვი, ევსეევი... მოკლედ, ყველა, სენნიკოვის გარდა. დავსხედით, ვისაუბრეთ, ცოტა დავლიეთ, გავიხსენეთ ოქროს დროება. სამწუხაროდ, ფილატოვმა ვერ შეძლო მოსვლა. რომ არა
"სპორტ ექსპრესის" ჟურნალისტი ალექსანდრ კრუჟკოვი იხსენებს, რომ ასათიანი მან ჩემპიონობამდე წლით ადრე გაიცნო:
"რუსეთის ნაკრებთან შესარჩევი მატჩის წინ საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. ყველაფერი კავკასიურად იყო, ფეხბურთელები მოედანზევე იძლეოდნენ ინტერვიუებს. გავიარე ის მინდორი, სადაც მესხს, მეტრეველს, ყიფიანს და გუცაევს უთამაშიათ და დავეწიე ასათიანს, რომელიც იმ დროს რუსულს კარგად ვერ ფლობდა, მორცხვობდა და ლამის ჩურჩულით ლაპარაკობდა.
მეორე დღეს კი მან გამარჯვების გოლი გაიტანა. "ლოკომოტივში", სადაც ის სათადარიგო იყო, მალევე მიაქციეს ყურადღება, სულ სხვა თვალით დაუწყეს ყურება.
ნახევარი წლის მერე იგნაშევიჩი ცსკა-ში გადავიდა და ასათიანი შემტევი ნახევარმცველიდან მცველად გარდაისახა. ასე დარჩა კარიერის ბოლომდე დაცვის ცენტრში. მისი კარიერა კი ბრწყინვალე, მაგრამ მოკლე გამოდგა. 29 წლის ჯანმრთელი ფეხბურთელი სპორტიდან წავიდა."
- 2010 წლის დეკემბერში "ლოკომოტივთან" კონტრაქტი დამისრულდა. რუსეთში თამაში მსურდა. წინადადება მხოლოდ "ანჟიდან" მქონდა, რომელსაც სურდა, ტრავმირებული ჟოაო კარლოსი შემეცვალა.
ეს მერე დაიწყეს "ინტერიდან" და "ჩელსიდან" ფეხბურთელებმა "ანჟიში" გადასვლა, დაინიშნა ჰიდინკი. აი, 2011 წლის თებერვალში კი "ანჟი" სუპერკლუბს არაფრით ჰგავდა. არც ფინანსური შემოთავაზება მაწყობდა და არც მახაჭყალაში წასვლის სურვილი მქონდა. რა თქმა უნდა, შევცდი, მაგრამ ვინ იცოდა, რომ მეტი ვარიანტი აღარ მექნებოდა?
სიჩუმეში გაილია ჯერ ერთი სატრანსფერო ფანჯარა, შემდეგ მეორე, აქ საქართველოდან შემოთავაზებები არ ითვლება. ვფიქრობდი, რომ მშობლიურ პირველობაზე დაბრუნებას ყოველთვის მოვასწრებდი. მერე მივხვდი, რომ ერთწლიანი დასვენების შემდეგ საკუთარ თავში ვარჯიშისა და შრომისთვის ძალების პოვნა ძნელია. ასე დავასრულე კარიერა, უსტიმულოდ.
ისე, ფორმას ვინარჩუნებ, ზედმეტი წონა არ მაქვს და თამაში ახლაც შემიძლია.
ისევ "სპორტ ექსპრესის" კორესპონდენტი:
"ასათიანი, ამ მხრივ, არატიპური ქართველია. მისი თანამემამულე ყოფილი ფეხბურთელები იოლად მარცხდებიან ხინკალთან და ხაჭაპურთან "ბრძოლაში" და წონას იმატებენ.
ზაზა ჯანაშია, მაგალითად, მოკლე შვებულებიდანაც კი 10 კილოგრამით მომატებული ბრუნდებოდა. ზაზას მოსკოვურ ამბებზე ახლაც კი ლეგენდებს ჰყვებიან, მალხაზი სულ სხვაა. მილიცია არ იჭერდა, არ ჩხუბობდა, მანქანებს და მოტიციკლებს არ ამტვრევდა. მისი ერთადერთი "დანაშუალი" ისაა, რომ მოსკოვში პირველი თვეები მართვის მოწმობის გარეშე დადიოდა".
- ახლა ქუთაისში ვარ. ჩემი ზოგიერთი მეგობარი უკვე მწვრთნელობს, მეძახიან დამხმარედ. კი ცდიდა კაცი, მაგრამ ბევრი საქმეა, უნდა ისწავლო, ლიცენზია უნდა აიღო... ვცხოვრობ ჩემი გემოვნებით.
- როდის დაოჯახდებით?
- არ ვიცი, ამ კუთხით ახლა თავისუფალი აგენტი ვარ.