ლუკა კიკაბიძე - "ბასტიას" სათადარიგოთა სკამზე, მაგრამ 1/4-ფინალში

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგის თასის მერვედფინალში "ბასტიამ" საშინაო ასპარეზზე "კაენს" 3:2 მოუგო დამატებით დროში და შემდგომ ეტაპზე გავიდა.

19 წლის ქართველი უნივერსალი ლუკა კიკაბიძე, ოცდამეერთე ნომრით, მასპინძელ კორსიკელთა სათადარიგო სკამზე იჯდა.

ლუკას რომ არაერთი მატჩის ჩატარება მოუწევს ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში, ეს უდავოა. "ბასტია" კი 16 დეკემბერს გამართულ სათასო თრილერში მარცხს ძირითადი დროის ბოლოსწინა წუთზე დაუძვრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული