აი, რას წერს აზერბაიჯანული ინტერნეტპორტალი:
"ინტერის" პარაგვაელი საყრდენი დერლიზ მეზა-კოლი ახლოსაა თურქულ "ქასიმფაშაში" გადასვლასთან. საქმე ისაა, რომ "ქასიმფაშას" წვრთნის შოთა არველაძე. ის კახა ცხადაძის ძველი მეგობარია საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან.
სწორედ ცხადაძემ ურჩია თავის ძველ მეგობარს, ყურადღება მიექცია მეზა-კოლისთვის. "ინტერის" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ პარაგვაელი კარგად ჩაეწერება არველაძის გუნდის სათამაშო მონახაზში.
რამდენიმე დღის წინ ბაქოს ეწვია შოთა არველაძის ასისტენტი,
ჩვენი ინფორმაციით, "ქასიმფაშა" ერთობ სოლიდურ თანხას შესთავაზებს "ინტერს" პარაგვაელი საყრდენის სანაცვლოდ, რომელიც თავის ამპლუაში ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში".
აი, ეს არის "აზერიფუტბოლის" ინფორმაცია. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც, "ინტერი" მზად იყო, თავისი პარაგვაელი ლიდერისთვის საგრძნობლად მოემატებინა ხელფასი.
მოკლედ, ვნახოთ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"