ლეგიონი: ბესიკ ამაშუკელი და ნიკა აფაქიძე ვარჯიშს მარტის ბოლოსთვის განაახლებენ

AutoSharing Option
ლიტვური "ტრაკაის" ორი ქართველი ლეგიონერი მინდორს მარტის ბოლოსთვის დაუბრუნდება. ამ დროისთვის, ბესიკ ამაშუკელი და ნიკა აფაქიძე ტრავმის გამო უქმობენ.

სხვათა შორის, "ტრაკაის" სატურნირო მდგომარეობა ლიტვის ჩემპიონატში მას შემდეგ გაუარესდა, რაც გუნდს ორი ქართველი ფეხბურთელი გამოაკლდა. მეოთხე პოზიცია "ტრაკაისთვის" წარმატებად ვერ ჩაითვლება, რადგან გუნდი კარგა ხნის განმავლობაში მეორე ადგილზე იყო.

"ჯვარედინი იოგები გავიწყვიტე და ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. ანალოგიური ტრავმა მიიღო ნიკა აფაქიძემაც. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მე
და ნიკა ვარჯიშს მარტის ბოლოსთვის განვაახლებთ. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ ვარჯიშზე და არა - თამაშზე.

როდის დავუბრუნდებით მინდორს, ამას ოდნავ მოგვიანებით გაცნობებთ", - გვითხრა ლიტვური გუნდის ქართველმა უკანახაზელმა ბესიკ ამაშუკელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული